1775072520
„თუ შვილოსნობის პრობლემა აქვს, შესაძლოა ორსულობა დადგეს...“ - რას მოუტანს „ვარდისფერი მთვარე“ ზოდიაქოს ნიშნებს
ასტროლოგი და ეზოთერიკოსი ქეთი ოდიშელი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განმარტავს რას მოუტანს ვარდისფერი მთვარე ზოდიაქოს ნიშნებს.
ვერძი – ვერძებისთვის აქტუალურია როგორც პირადი, ასევე საქმესთან დაკავშირებული პარტნიორული საკითხები. ყველა ცეცხლის ნიშნისთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ რაღაცებში არ გადაამეტონ.
კურო – კარგი იქნება, ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობის საკითხებს. ამ პერიოდში შესაძლოა დასრულდეს მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული. შესაძლოა შინაური ცხოველის სახით სახლში სიახლეც ჰქონდეთ.
ტყუპები – მათთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სასარგებლო პერიოდია. ბავშვებთან დაკავშირებული თემები შესაძლოა კარგად წარიმართოს. თუ ვინმეს შვილოსნობის პრობლემა აქვს, შესაძლოა ორსულობა დადგეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, სამედიცინო კუთხით მიმართონ ექიმს.
კირჩხიბი – მათთვის აქტუალურია საოჯახო საქმეები, რემონტი და უძრავი ქონების თემები. ამ მიმართულებებით შესაძლოა სიახლეები ჰქონდეთ. შესაძლებელია, ვინმემ პარტნიორთან ერთად საცხოვრებლად გადავიდეს.
ლომი – მშვენიერი პერიოდია ლომებისთვის: მოგზაურობები და კომუნიკაციები აქტიურდება. თუ ტექნიკის ყიდვა უნდოდათ, ახლა ზუსტად შესაფერისი დროა. კომუნიკაციები ამ პერიოდში შესაძლოა ძალიან კარგად განვითარდეს. კარგი დროა ასევე მცირე ტრენინგებისა და კურსებისთვის.
ქალწული – ქალწულებისთვის აქტუალური ხდება ფინანსური და მატერიალური საკითხები. ამიტომ ამ მიმართულებით ყურადღებით უნდა იყვნენ და სჯობს, მობილიზებულებიც იყვნენ. შესაძლოა დაფიქსირდეს შემოსავლების ზრდაც.
სასწორი – ეს პერიოდი მათთვის შესაძლოა ან ძალიან კარგი იყოს, ან საკმაოდ რთული. შუალედური მდგომარეობა ნაკლებად იქნება.
მორიელი – მორიელებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად სასურველი და ეფექტური პერიოდია. ახლა მათთვის უფრო შინაგანი, მედიტაციური დროა. კარგი იქნება ფსიქოლოგთან მუშაობა, ჰობების განვითარება და მავნე ჩვევებზე ფოკუსირება. აქტიური მოქმედებისთვის 20 აპრილის შემდეგ უკეთესი პერიოდია.
მშვილდოსანი – ბრწყინვალე პერიოდია მათთვის. კარგი იქნება, მონაწილეობა მიიღონ სოციალურ პროგრამებში. ეს ზოდიაქოს ნიშანი თავგადასავლების მოყვარულია და ახლა სწორედ ასეთი დრო უდგას.
თხის რქა – კარიერული კუთხით შესაძლოა სირთულეები ჰქონდეთ. ზედმეტმა სიმკაცრემ და დისციპლინამ შესაძლოა უფრო ავნოთ მათ.
მერწყული – მშვენიერი პერიოდია მათთვის, რომელიც უკავშირდება უცხოეთს, უცხოელებსა და მოგზაურობას. შესაძლოა, ზოგიერთი საზღვარგარეთ წავიდეს და საინტერესო ადამიანები გაიცნოს.
თევზები – თევზებისთვის საბანკო და ფინანსური მიმართულებით შესაძლოა საკმაოდ კარგი პერიოდიც იყოს. შესაძლებელია, ეს პერიოდი გარკვეული ტრანსფორმაციის დასასრული აღმოჩნდეს. გამოსავალს მალე იპოვიან. ამ პერიოდში თევზებს ვურჩევდი, მავნე ჩვევებზე იმუშაონ.












