თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
მოდელმა თიკო ჩხეიძემ ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში იმ განსაცდელებზე ისაუბრა, რომელიც მან, მისმა მშობლებმა და მეუღლემ ფეხბურთელმა ნუკრი რევიშვილმა გაიარეს.
თიკოს 18 წლის წინ, ქორწილიდან მეხუთე დღეს უბედურება დაატყდა თავს და ძმა დაეღუპა, რამდენიმე წლის წინ კი უბედური შემთხვევის შედეგად 9 წლის ქალიშვილი ტატიანა გარდაეცვალა.
თიკომ ჟურნალ "სარკესთან" პატრიარქის შესახებაც ისაუბრა.
- ბოლოს პატრიარქს ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ შევხვდი. ჩემი მეუღლე ნუკრი იმ დღეებში საერთოდ არ ჭამდა. პატრიარქს რომ შევხვდი ქვასავით ვიდექი. თან ამხელა ტკივილი მქონდა გულში, თან პატრიარქის მიმართ ამხელა რიდი. ნუკრის თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. პატრიარქი მივიდა და ჩემი მეუღლე გულში ჩაიკრა. მერე დაგვარიგა, გვანუგეშა გვითხრა, რომ გარდაცვალებით არაფერი მთავრდება. მერე ნუკრისთვის თეფშით ხილი გამოაგზავნა და დააბარა აუცილებლად მიირთვასო. სამი დღის უჭმელობის შემდეგ ნუკრიმ პატრიარქის გამოგზავნილი ხილი შეჭამა.
- თქვენს ოჯახში მანამდე კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა, როცა ძმა დაგეღუპათ...
- ჩემი ძმა 22 წლის ასაკში ჩემი ქორწილიდან მეხუთე დღეს დაიღუპა. ადამიანები, რომლებიც ქორწილში იყვნენ და ერთად ვხალისობდით ჩვენს ბედნიერებას, ხუთი დღის შემდეგ კი ასეთ უბედურებაში შევიკრიბეთ. ჩემს ძმას კოსტა ერქვა, მერე ვაჟი რომ შემეძინა კონსტანტინე დავარქვით.
- ეს ტრაგედია რომ მოხდა, უმცროსი შვილი, იულია გყავდათ თუ მერე შეგეძინათ?
- მყავდა. მაშინ 6 თვის იყო. როდესაც ეს უბედურება მოხდა, ტატა ორ ბავშვს ეთამაშებოდა. ბედისწერის ამბავია. ტატამ მოჰკიდა ხელი, მათ არ მოჰკიდეს, მაგრამ ყველაფერი დაინახეს (თიკოს გოგონა ეზოში თამაშისას დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა). მათი ტირილი დღემდე ჩამრჩა რაღაცნაირად. ახლა ჩემი შვილების ტირილზე სულ ის ემოცია მახსენდება. ყოველთვის ისე გავრბივარ, როგორც მაშინ გავრბოდი.