ცნობილია, ახალგაზრდა კაცის ვინაობა რომლის ცხედარიც ხრამში იპოვეს

ნოდარ მიქელაძე

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფურტიოსთან, ხრამში, 35 წლის ნოდარ მიქელაძის ცხედარი იპოვეს.

ახალგაზრდა კაცი სამაშველო სამსახურში მუშაობდა.  მისი ცხედარი ხრამში დღეს, დაახლოებით დილის 5 საათზე იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით, გულისხმობს.