წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 6 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
ინფორმაციას ამის შესახებ ,,თელასი" ავრცელებს.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს დაღმართის, კოსტავას, ვერეს, ახვლედიანის, ქიაჩელის, ნიკოლაძის და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, შეშელიძის, ხიზანიშვილის და ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.
,,კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ ,,თელასში".