გოგა მანია 2025 წლის ზოდიაქოს ფავორიტ ნიშნებს ასახელებს
1749415059
საბურთალოს რაიონში, ისაკაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეზღუდვა 28 თებერვლის ჩათვლით, მგალობლიშვილისა და ისაკაძის ქუჩების კვეთიდან გაგარინისა და ისაკაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში იმოქმედებს.
,,აღნიშნულ პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მგალობლიშვილის ქუჩის, ჟვანიას მოედნის, პეკინის გამზირისა და გაგარინის ქუჩის გამოყენებით.
ქვეითთა და საავტომობილო (გადაუდებელი დახმარების, სპეცავტომობილებისა და სხვა) გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მოძრაობას დაარეგულირებენ", - აცხადებენ მერიაში.