ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა და როგორია მისი მდგომარეობა
1795158379
თბილისში, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასა და მის შედეგად გამოწვეულ ნგრევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ პირველ სართულზე ლალი ყვიროდა მიშველეთო. ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ, დედამ იყვირა გადახტითო და მერე ჩამოინგრა. ნინო - თაიას დედაც კონტაქტური იყო. ვიღაც ბიჭის ხმა ისმოდა, ჯაბასი, ალბათ ისიც კონტაქტური იყო...“, - ჰყვება მეზობელი.
შეგახსენებთ, რომ ქვემო ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო 19 ნოემბერს, დილით ჩამოინგრა. აფეთქება კორპუსის მეხუთე სართულზე მოხდა. მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.