1753297679
თამარ ზოდელავა მცირე გრანტების საჯარო კონკურსის პირობებსა და განაცხადის ფორმებზე: არის სტანდარტიზებული ფორმები - ეს დანართები საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ მოიძიონ სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე

საჯარო კონკურსის გამოცხადებისთანავე ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყავით, რომ ყველა განაცხადის ფორმა დამტკიცებული ყოფილიყო და შესაბამისად, ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირისთვის, ამიტომ გვაქვს სტანდარტიზებული ფორმები, - განაცხადა ახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“.
როგორც მან აღნიშნა, საჯარო კონკურსის პირობებისა და საგრანტო განაცხადის წარსადგენად საჭირო დანართების ნახვა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სოციალური ქსელის (Facebook) ოფიციალურ გვერდზე - „სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო“.
„საჯარო კონკურსის გამოცხადებისთანავე ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყავით, რომ ყველა განაცხადის ფორმა დამტკიცებული ყოფილიყო და შესაბამისად, ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირისთვის, ამიტომ გვაქვს სტანდარტიზებული ფორმები. ეს დანართები საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შეუძლიათ მოიძიონ სააგენტოს სოციალური ქსელის (Facebook) ოფიციალურ გვერდზე - „სსიპ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო“. აქ ჩვენ განვათავსეთ ყველა დანართი და შესაბამისად შეუძლიათ ჩამოტვირთონ და ნახონ როგორც საჯარო კონკურსის პირობები, ასევე ის დანართები, რომელიც უნდა შეავსონ და სავალდებულოა, რომ წარუდგინონ სააგენტოს, იმისათვის, რომ მსჯელობა გაიმართოს და საბჭომ გადაწყვეტილება მიიღოს“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.