"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
სოსო პავლიაშვილმა რუსი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო. აღნიშნული მემორიალი რუს ჯარისკაცებს ეძღვნებათ, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიღუპნენ.
რუსეთში მოღვაწე, ქართველი მომღერალი ქალაქ ბრიანსკში, სტაროდუბსკის რაიონში იმყოფებოდა, სადაც სოფელ დესიატუხაში მდებარე მემორიალთან მივიდა და რუსი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
პავლიაშვილი კონცერტების სერიით ბრიანსკში იმყოფებოდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ბრიანსკის გუბერნია ავრცელებს.
"კვირას, 1 მაისს, ბრაიანსკის რაიონში მომღერალმა და კომპოზიტორმა სოსო პავლიაშვილმა რამდენიმე კონცერტი გამართა.
კონცერტები გაიმართა სასაზღვრო რაიონებში: ფოგარსა და სტაროდუბში.
მომღერალმა შეასრულა თავისი სიმღერები, რომლებიც დიდი ხანია ჰიტად იქცა. კონცერტების დაწყებამდე კი პავლიაშვილმა შვილთან, ლევანთან ერთად, სტაროდუბში მდებარე სოფელ დესიატუხაში მარადიულ ცეცხლთან მივიდა და რუს ჯარისკაცებს პატივი მიაგო.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბრაიანსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ტატიანა კულეშოვამ განაცხადა.