საბურთალოზე მოძრაობის წესი შეიცვალა - თბილისის მერია დეტალურ ინფორმაციას აქვეყნებს
1788684420
„ყოველდღიურად უამრავი მითი გვესმის გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და კარდიოქირურგიაზე, მაგრამ სად გადის ზღვარი დეზინფორმაციასა და რეალურ მეცნიერებას შორის?“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კლინიკა „ვივამედი“ წერს და წამყვანი კარდიოქირურგის, გიგა ჯანაშიას ვიდეოს გვიზიარებს, სადაც ექიმი ყველაზე გავრცელებულ მითებზე ამახვილებს ყურადღებას და სამედიცინო სიმართლეს გვიზიარებს:
კითხვაზე, მითია თუ რეალობა, რომ სისხლის გამათხელებელი წამლის თვითნებურად შეწყვეტა სასიცოცხლოდ საშიშია, ექიმი ასე პასუხობს:
„რეალობაა, სისხლის გამათხელებელი წამლის თვითნებურად შეწყვეტა, ან
უმალვე სტენტირების შემდეგ, სიცოცხლისთვის ძალიან საშიშია...“ – ამბობს გიგა ჯანაშია.
კითხვაზე, მითია თუ რეალობა, რომ სიცხეში გულის პაციენტებს განსაკუთრებული რისკი აქვთ, ექიმი ამბობს, რომ ეს რეალობაა:
„გულის პაციენტებს სიცხეში განსაკუთრებული რისკი აქვთ, რადგან სიცხეში ჩვენ ვკარგავთ სითხეს და გული მუშაობს სითხეზე, რომელიც ჩვენი სისხლი არის. სისხლი შეიცავს დიდი რაოდენობით წყალს და ეს წყალი იკარგება, ამიტომაც განსაკუთრებით ცხელ პერიოდში, უნდა მივიღოთ წყალი...“ – ამბობს ექიმი.
კითხვაზე, მითია თუ რეალობა, რომ ადამიანს შეიძლება გულის სერიოზული პრობლემა ჰქონდეს, მაგრამ წნევა ნორმალური იყოს, გიგა ჯანაშია პასუხობს:
„ეს რეალობაა, ნორმალური წნევის პირობებშიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს გულის სერიოზული პრობლემა...“ – ამბობს ექიმი.