დღეს დიმიტრის შაბათია - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
1761981711
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,პრაიმტაიმი" უცვლელად გთავაზობთ:
,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დაგეგმილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის (სევრიუკი) ვიზიტი საქართველოში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რამ საქართველოს საპატრიარქოში არ იგეგმება.
გარდა ამისა, აღვნიშნავთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ზოგადად არ იგეგმება უცხოეთიდან სტუმრების, მათ შორის, დელეგაციების თუ ცალკეული საერო ან სასულიერო პირების მიღება", - აღნიშნულია განცხადებაში.