შუქი გაითიშება - „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

შუქი

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, 14 ივლისს 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მთა ვარცლა, კაიშაურები, ქუმლისციხე და მიმდებარე სოფლებში. 

12:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში გიორგიწმინდაში და სოფელ გლდანში;

13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: საგურამო, ახალსოფელი, ნანივრულა, ტყანჭიქედი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.