ეს იყო ახალი მოგზაურობის დასაწყისი. მოწვევა თანდათან მეგობრობაში გადაიზარდა, ახლა კი... - ლიზა იასკო
1779566125
შსს-ში განმარტავენ რომ წერილი, რომლითაც 26 მაისს დაგეგმილი აქციის თაობაზე მიმართეს, შესაბამისობაში არ იყო კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
როგორც შსს-ში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს წარმოდგენილი განცხადება არ იყო შესაბამისობაში კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან - მათ შორის არ იყო დაცული განცხადების წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, ამასთან, განცხადებაში.
„არ იყო მითითებული შეკრება/მანიფესტაციის მიზანი, დასრულების დრო, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის ფორმა.
შესაბამისად, ინიციატორებს ეცნობათ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას განახორციელოს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ღონისძიებები“, - აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, „ოპოზიციური ალიანის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 26 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით თბილისის მერიის შემდეგ შსს-დანაც უარი მიიღო.