ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი დიდ დიღომში, 12 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს.
„სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა და მართლმსაჯულების აღსრულება.
სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს, მათ შორის, გამოძიების მიმდინარეობის კუთხით”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ცნობისთვის, დიდ დიღომში, სადაც 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა.
გამოძიება კი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული.
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1775502497
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264