„შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება და ძლიერი წვიმა...“ - როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდები საქართველოში

ძლიერი წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.


მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).