„შემდეგი 7-8 წელი ძალიან საიმედო იქნება...“ – რას მოიტანს პლანეტა ურანის გადანაცვლება ტყუპების ზოდიაქოში

ოდიშელი

 „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასტროლოგი ქეთი ოდიშელი პლანეტა ურანის ტყუპების ზოდიაქოს გადანაცვლების შესახებ საუბრობს:

„მნიშვნელოვანი კვირა გვაქვს. პლანეტა ურანმა შეიცვალა ზოდიაქო და გადავიდა ტყუპების ნიშანში, სადაც დაჰყოფს 7-8 წელიწადს. ურანი რეფორმებს უკავშირდება და ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდება, ტყუპებს დაუკავშირდება. გაცილებით უფრო კეთილსაიმედოა შემდეგი 7-8 წელი. ტყუპები მართავს ტექნოლოგიებს, პიარს, ჟურნალისტიკას, ეს სფეროები ძალიან განვითარდება...

ცოტა მტკივნეული მომენტები შეიძლებოდა ყოფილიყო კუროსა და მორიელის ცხოვრებაში, შემდეგ კი ლომებისა და მერწყულებისთვის. რამდენიმედღიანი ციკლი იყო კრიზისული, მაგრამ დასრულდა. თუ იყო მტკივნეული რყევები, კარგი ამბავი ის არის, რომ მალე დასრულდება“.