გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
1778490894
სენაკის გარეუბანში 25 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, იგი ხეზე ჩამოკიდებული ნახეს. იქვე იდგა მისი ავტომობილი.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდანაა.
სხვა დეტალები უცნობია, ასევე უცნობია, თუ რა მიზნით იმყოფებოდა იგი სენაკში და რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ავტორი: თეა შონია