1757870206
სავარაუდოდ სპორტსმენი ქალის მხრიდან ცემის ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა - 14 წლის მოზარდზე ძალადობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 წლის მოზარდზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე მკლავჭიდელის, ხატია ვიბლიანის, წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
ფაქტის ამსახველ ვიდეო სოციალურ ქსელში მოქალაქემ გაავრცელა. აღნიშნულ კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირების დროს, მკლავჭიდელის მცირეწლოვანი შვილიც ადგილზე იმყოფება და ჩხუბს უყურებს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მოქალაქემ, გვანცა ბაუჟაძემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ფიზიკური ანგარიშსწორების კადრები ჩანს, მოქალაქე კი წერს, რომ მკლავჭიდელი ქალი ხატია ვიბლიანი ურტყამს 14 წლის მოზარდს იმის გამო, რომ ბავშვი ერთ-ერთ მარკეტში მოლარეს გამოესარჩლა.