საქართველოს სომეხთა ეპარქია: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი სახელი სამუდამოდ დარჩება, როგორც ერის სულიერი მამის, ქართველი ხალხის ხსნის სიმბოლო

საქართველოს სომეხთა ეპარქია

სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ქართველი ხალხისა და საქართველოს მთელი მოსახლეობის მიმართ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის სამძიმრის ტექსტში.

როგორც სამძიმრის ტექსტში კირაკოს დავთიანი აღნიშნავს, ილია მეორის სახელი სამუდამოდ დარჩება, როგორც ერის სულიერი მამისა და ქართველი ხალხის ხსნის სიმბოლო.

„კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ცხოვრების მთელი გზა, მისი თავდადება ეკლესიის, სულიერი მსახურების, თავისი ხალხისა და მთელი კაცობრიობის მიმართ, წარუშლელი ასოებით ჩაიწერა სულიერი ცხოვრების ისტორიის ფურცლებზე. მისი სახელი სამუდამოდ დარჩება, როგორც ერის სულიერი მამისა და ქართველი ხალხის ხსნის სიმბოლო. საქართველოს სომეხთა ეპარქია, ეპარქიის წინამძღვრის — მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ეპისკოპოს კირაკოს დავთიანის ხელმძღვანელობით, აღავლენს ლოცვას ღმერთისადმი, რათა განსვენებულის სული ღირსი გახადოს მისი ზეციური ნათლისა“, – აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.