სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1784317315
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთში, საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IBTM World 2022 მიიღო მონაწილეობა.
ბარსელონაში გამართულ ტურისტულ გამოფენას ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და 13 კომპანია დაესწრო.
გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. გამოფენის ფარგლებში გაიმართა საქმიანი შეხვედრები ესპანეთის წამყვან ტურისტულ კომპანიებთან.
საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას IBTM მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 15 000-ზე მეტი ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი დაესწრო.