საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს

პენსია

საქართველოს საპენსიო ფონდის ინფორმაციით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 667 ათასი ადამიანია.

2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 22,843-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 100.3 მლნ ლარი.

მათივე ცნობით, საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 7.4 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.9 მლრდ ლარს გადააჭარბა.