თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
საქართველოს პარლამენტი თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულების დასახმარებლად მორიგ ჰუმანიტარულ დახმარებას თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ჰუმანიტარული ტვირთის შესაძენად თანხა დეპუტატების და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების მიერ სპეციალურად გახსნილ სახაზინო ანგარიშზე შეგროვდა.
საქართველოს პარლამენტის მიერ შეგროვებული ჰუმანიტარული ტვირთი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მეორედ გადაეცემა