საქართველოს კალათბურთის ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

კალათბურთის ფედერაცია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გარდაიცვალა ქართველი ვეტერანი კალათბურთელი, ზურაბ ქარაბაკი. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

„ბატონი ზურა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, სსრკ-ის ჩემპიონი (1968), სსრკ თასის მფლობელი (1969), ევროპის ქვეყნების ჩემპიონების თასის ფინალისტი (1969) და სოციალისტური ქვეყნების დინამიადის ორგზის გამარჯვებული გახლდათ.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბატონი ზურაბის გარდაცვალების გამო“,- წერია ფედერაციის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.