„სანგვინიკი, ქოლერიკი, მელანქოლიკი, ფლეგმატიკი“ - როგორ ამოვიცნოთ ბავშვის ტემპერამენტი - ეზოთერიკოსის რჩევა

ეზოთერიკოსი

ეზოთერიკოსი თათა ნაგუალი არაბულ საზოგადოებას უზიარებს რჩევებს, როგორ ამოიცნონ ბავშვის ტემპერამენტი.

როგორ ამოვიცნოთ ბავშვის ტემპერამენტი

4 ელემენტი: სანგვინიკი, ქოლერიკი, მელანქოლიკი, ფლეგმატიკი

სანგვინიკი — ჰაერი
მხიარული, მოძრავი, კომუნიკაბელური.
სწრაფად ეგუება ახალ გარემოს, ადვილად ამყარებს კონტაქტს.
ერთდროულად ინტერესდება ბევრ რამით, თუმცა ყურადღება მალე ეფანტება.
უყვარს თამაში, ხალისიანი, აქტიური და გამბედავია.

ქოლერიკი — ცეცხლი
ენერგიული, მიზანმიმართული, იმპულსური.
ემოციურად ძლიერი და ნებისყოფიანია.
ადვილად ღიზიანდება და მყისიერად რეაგირებს სირთულეებზე.
აქვს ძლიერი ლიდერული თვისებები, თუმცა ხშირად მოუთმენელია.

მელანქოლიკი — მიწა
მგრძნობიარე, ემოციური, ჩაკეტილი.
ღრმად განიცდის ემოციებს, აქვს მდიდარი შინაგანი სამყარო.
მორცხვია და უჭირს საზოგადოებაში გახსნა.
დეტალებზე ორიენტირებული და ფრთხილია.
შეიძლება ხშირად გაღიზიანდეს ან მოიწყინოს.

ფლეგმატიკი — წყალი
მშვიდი, გაწონასწორებული, აუჩქარებელი.
ნელი და ყურადღებიანია, უყვარს სტაბილურობა.
კარგად ორგანიზებული, თუმცა უჭირს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.
ნაკლებად გამოხატავს ემოციებს და იშვიათად ვარდება კონფლიქტებში.

თითოეულ ტემპერამენტს ახასიათებს უნიკალური სხეულის აგებულება, მოძრაობის სტილი და ემოციური გამოხატვის ფორმა.

სანგვინიკი
საშუალო სიმაღლის ან პროპორციული სხეულის მქონე.
სხეული მოქნილი და ჰაეროვანი, არა ზედმეტად კუნთოვანი.
სახე ხშირად ღია და კაშკაშა გამომეტყველებით, ცოცხალი თვალებით.
სწრაფი, მაგრამ მსუბუქი მოძრაობები, თითქოს „ჰაერში დაფრინავს“.
ხშირად იცვლის პოზიციას და უჭირს ერთ ადგილზე გაჩერება.
ჟესტიკულაცია აქტიურია, მაგრამ არა აგრესიული.
აქვს დახვეწილი მიმიკა და ცოცხალი გამომეტყველება.
მარტივად ეგუება ახალ გარემოსა და სიტუაციებს.

ქოლერიკი
ხშირად ძლიერად განვითარებული კუნთოვანი სტრუქტურა.
სერიოზული, დაძაბული სახის გამომეტყველება, შეკრული წარბები.
მკვეთრი და ენერგიული მოძრაობები, სწრაფი სიარული.
ჟესტიკულაცია ძლიერი და პირდაპირია.
სწრაფად რეაგირებს და აქტიურად გამოხატავს ემოციებს.
უჭირს მოთმინება და ხშირად მოქმედებს დაუფიქრებლად.
ლიდერობისკენ მიდრეკილია და შეუძლია სხვების ხელმძღვანელობა.

მელანქოლიკი
ხშირ შემთხვევაში სუსტი, ნაზი, მოხრილი პოზა.
ფერმკრთალი ან ნაზი სახის ფერი, ღრმა, ფიქრიანი მზერა.
გამომეტყველება სევდიანი ან დანაღვლიანებული.
ნელი და აუჩქარებელი მოძრაობები.
ხელის ფრთხილი, მსუბუქი ჟესტიკულაცია.
სიარულისას ხშირად უყურებს ძირს.
მგრძნობიარეა შეხებაზე და არ მოსწონს უხეში ფიზიკური კონტაქტი.
უჭირს სწრაფი ადაპტაცია ახალ გარემოში.

ფლეგმატიკი
სხეულის აგებულება ხშირად ძლიერი და მასიური, ოდნავ მომრგვალებული.
სახე მშვიდი გამომეტყველებით, რბილი და ღრმა თვალები.
ნელა და აუჩქარებლად დადის.
გაწონასწორებული მოძრაობები.
იშვიათად იყენებს მკვეთრ ჟესტიკულაციას.
შეუძლია დიდხანს ერთ ადგილზე ჯდომა და მოსმენა.
ნაკლებად ერთვება აქტიურ თამაშებში.
ცვლილებების მიმართ ნაკლებად რეაგირებს და უპირატესობას ანიჭებს რუტინას.

როგორ მივუდგეთ ტემპერამენტის მიხედვით:

სანგვინიკი
გამოიყენეთ ფერადი, ცოცხალი და ინტერაქტიული სწავლების მეთოდები.
ხშირად შეუცვალეთ აქტივობები, რომ ინტერესი არ დაკარგოს.
დაეხმარეთ ყურადღების კონცენტრაციაში.
არ გადატვირთოთ ერთფეროვანი დავალებებით.
მოერიდეთ მკაცრ შეზღუდვებს.

ქოლერიკი
მიეცით დამოუკიდებლობა და ასწავლეთ გუნდური მუშაობა.
დაეხმარეთ ემოციების მართვაში.
მიეცით ლიდერობის შესაძლებლობები.
არ გადატვირთოთ აკრძალვებით.
ასწავლეთ კონფლიქტების მშვიდად გადაჭრა.

მელანქოლიკი
ხშირად გამოუთქვით თანაგრძნობა და მხარდაჭერა.
მოერიდეთ უხეშ კრიტიკას.
მიეცით მეტი დრო დავალებების შესასრულებლად.
შექმენით მშვიდი და დაცული გარემო.
წაახალისეთ შემოქმედებითი თვითგამოხატვა.

ფლეგმატიკი
ნუ დააძალებთ სწრაფ ცვლილებებს.
მიეცით დრო ადაპტაციისთვის.
წაახალისეთ ფიზიკური აქტივობა.
შექმენით სტრუქტურირებული, მაგრამ მოქნილი გარემო.
მიეცით პასუხისმგებლობები, მის შესაძლებლობებზე მორგებული.

შესაძლებელია ბავშვის ტემპერამენტში რამდენიმე ტიპი ერთდროულად იყოს გამოხატული.ზრდასთან ერთად ტემპერამენტები ხშირად იცვლება, რაც ბუნებრივია, თუმცა წამყვანი, როგორც წესი, მაინც ერთია.მოზრდილ ასაკში ოთხივე ელემენტის მოპოვება, დამუშავება და მათ შორის ბალანსი უმთავრესზე უმთავრესია.