მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება - სად ელოდებიან ამინდის მკვეთრ გაუარესებას
1783976044
სარეგისტრაციო მასალების ანალიზისა და საგამოცდო პროცესების სამსახურის უფროსმა, მაია გაბუნიამ, ჟურნალისტებთან, ის სპეციალობები დაასახელა, რომლებიც, წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე, ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა.
„წელსაც, კონკურსი განსაკუთრებულად მაღალი იყო. მოთხოვნადი იყო შემდეგი სპეციალობები: ფსიქოლოგია, სამართალი, ასევე, ჰუმანიტარული მიმართულებები, განსაკუთრებულად მაღალი იყო [მოთხოვნა] ბიზნესადმინისტრირებასა და ჯანდაცვის მიმართულებებზე. ჯანდაცვის მიმართულებაში ვგულისხმობ დიპლომირებული მედიკოსისა და სტომატოლოგის პროგრამებს“, - განაცხადა მაია გაბუნიამ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.