ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი ნიკოლიშვილის თქმით, საავადმყოფოს დაჭრილ დირექტორს, ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა.
მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.
"პაციენტი, 52 წლის მამაკაცი, შემოყვანილია ცეცხლნასროლი ჭრილობით, დაზიანებული იყო მარჯვენა მხრის ძვალი, ასევე შემავალი იყო ჭრილობა პეტროპენტიონალურ სივრცეში ღვიძლის შემხები დაზიანებით. ჩაუტარდა პაციენტს ოპერაციული ჩარევები, ქირურგიული ჩარევები.
ამოღებულია უცხო სხეული, ოპერაცია სრულყოფილად ემოსტაზი მიღწეულია, ოპერაცია სრულყოფილად ჩატარდა. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.
ეს პაციენტი ჩვენი კლინიკის თანამშრომელი არ არის, სხვა კლინიკის თანამშრომელია, რაც ვიცით ეს არის დაზიანებები და ასაკი, იყო დაზიანებული მხრის ძვალი და რეტროპეტიანული სივრცე, ეს გამოწვეული იყო იყო ერთი ნასროლით თუ ორი ნასროლით, ამას ექსპერტიზა დაადგენს, ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია ვთქვათ, ამოღებულია ლითონის უცხო სხეული, თუ რას სახის უცხო სხეულია, ამას ექსპერტიზა დაადგენს", - ამბობს გიორგი ნიკოლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის დირექტორი თანამშრომელმა დაჭრა.
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე იკითხება
1775503911
რომელი ლოცვა აღარ იკითხება დღეიდან
1775419264
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1775502497