რას წერს სანდრო მიკუჩაძე თამუნა მუსერიძესთან დაშორების შემდეგ
1778356774
10 მაისს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი.
მზიან ამინდს და ხანმოკლე წვიმას ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
ბათუმშიც მზეა. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღე იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +25, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც დღე მშრალია, +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექი არც ამბროლაურშია მოსალოდნელი, ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო ამინდია, დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მცირე წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც მზიანი დღეა, +20 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში დღისით +24 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +16 ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღშიც ძირითადად მზიანი ამინდია, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.