როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

წვიმიანი ამინდი

 23 აპრილს ქუთაისში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +24 და ღამით +16 გრადუსი იქნება.

წვიმიანი ამინდია ოზურგეთშიც, სადაც დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12. ბათუმში იწვიმებს, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ფოთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.

იწვიმებს ზუგდიდში, სადაც დღისით ტემპერატურა +24, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმაა ნავარაუდევი, დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს, ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც იწვიმებს, +23 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 4 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექს ელოდებიან გორშიც, დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსი იქნება.

ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +13, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც წვიმას ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმას ვარაუდობენ გურჯაანშიც. ასევე იქნება ქარი. დღისით +25 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღისით 24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 12 გრადუსი დაფიქსირდება. იქნება ასევე მცირე ქარიც.

რუსთავშიც ნალექიანი დღეა. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც წვიმას და მცირე ქარს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.