„20 წუთამდე გრძელდებოდა სეტყვა და ქარი...“ - ძლიერი სტიქია კახეთში
1757579911
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 მაისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
23 მაისს დღის მეორე ნახევრიდან ისევ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ქ. თბილისში 21 მაისს ქარი ჩადგება და 23 მაისამდე უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 21 მაისს +20, +22 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 22-23 მაისს +25, +27 გრადუსამდე მოიმატებს.
23 მაისს დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.