ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა - რა ხდება ცნობილი შოუს ანონსიდან?
1792783804
თრომბის არსებობის დასადგენად კოაგულოგრამისა და პროთრომბინის დროის შემოწმება საკმარისი არ არის, - ამის შესახებ ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში საუბრობს და განმარტავს, რომ ამ ანალიზებით თრომბის აღმოჩენა შეუძლებელია.
ექიმის თქმით, საჭირო გამოკვლევები ეჭვმიტანილი თრომბის მდებარეობასა და პაციენტის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
რომელი კვლევებია საჭირო?
D-დიმერის ანალიზი - ხელს უწყობს თრომბის არსებობის გამორიცხვას შესაბამისი კლინიკური შეფასებისას, თუმცა მომატებული მაჩვენებელი ყოველთვის თრომბზე არ მიუთითებს.
ქვედა კიდურების ვენების დუპლექსური სკანირება - ულტრაბგერითი კვლევაა, რომლის საშუალებითაც ფეხის ღრმა ვენებში თრომბის აღმოჩენაა შესაძლებელი.
გიორგი ღოღობერიძე აღნიშნავს, რომ სხვა გამოკვლევების საჭიროება ექიმმა ინდივიდუალურად უნდა განსაზღვროს.
მნიშვნელოვანია: თრომბზე ეჭვის შემთხვევაში თვითნებური ანალიზების ნაცვლად მიმართეთ ექიმს. უეცარი ქოშინის, გულმკერდის ტკივილის ან ერთი ფეხის უეცარი შეშუპების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.