როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

ცუდი ამინდი

საქართველოში არამდგრადი ამინდი უახლოეს დღეებშიც შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების  პროგნოზის მიხედვით, 2 ოქტომბერსაც ნალექიანი ამინდი იქნება, ხოლო ტემპერატურა კიდევ დაიკლებს.

თბილისში დღისით დაახლოებით +16°C არის მოსალოდნელი.

3–4 ოქტომბერს შედარებით გამოიდარებს, თუმცა ჰაერის ტემპერატურა კვლავ დაბალი დარჩება. 

თვის საშუალო ტემპერატურა +19, +20 გრადუსი იქნება. მთიან რაიონებში +16, +17, აღმოსავლეთ საქართველოში კი +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი.

ცალკეულ დღეებში ტემპერატურა შესაძლოა +26, +27 გრადუსამდე გაიზარდოს. ღამის საათებში კი სანაპირო ზოლში ტემპერატურა 7 გრადუსამდე დაიკლებს. მთიან ზონაში შესაძლოა 0 გრადუსამდე დაეცეს, მაღალმთიან რაიონებში კი -2, -3 გრადუსიც დაფიქსირდეს“, - განაცხადა ხათუნა ქოქოსაძემ.

სინოპტიკოსის პროგნოზით, ოქტომბერი მთლიანობაში განსაკუთრებით წვიმიანი არ იქნება. აღმოსავლეთ საქართველო, კლიმატური თავისებურებებიდან გამომდინარე, შედარებით მშრალი იქნება.

✕