რას ამბობს თქვენი დაბადების თარიღი თქვენს პიროვნებაზე
1755522525
რესპუბლიკური საავადმყოფოს გუნდი, საავადმყოფოს ექიმის, ანესთეზიოლოგ მაია იაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მაია იაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 45 წელზე მეტხანს მუშაობდა:
„რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოხატავენ ექიმ ანესთეზიოლოგ – მაია იაშვილის გარდაცვალების გამო.
ქალბატონი მაია 45 წელზე მეტი ღირსეულად ემსახურა რესპუბლიკურ საავადმყოფოს, ის გამოირჩეოდა განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და განსწავლულობით.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას!“, – წერია ინფორმაციაში.
„მაიკო, კეთილშობილი, საყვარელი, თბილი, ერთგული მეგობარი! შენნაირები ასე ადრე არ უნდა გვტოვებდნენ! გული მეწვის! ღმერთმა ნათელში გამყოფოს“;
„ძალიან ვწუხვარ, გული საშინლად მტკივა, უფალმა დაუმკვიდროს სამუდამო სასუფეველი“;
„სიკეთით სავსე ადამიანი, არაჩვეულებრივი ექიმი, დიდი დანაკლისია რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის და სრულიად საქართველოს სამედიცინო საზოგადოებისთვის“;
უკეთილშობილესი, უანგარო პიროვნება, ბრწყინვალე ექიმი“, – წერენ მოქალაქეები.
რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1755520230
19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
1755544725