მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება - სად ელოდებიან ამინდის მკვეთრ გაუარესებას
1783976044
23 ნოემბერს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 წლის მოზარდმა იმშობიარა. გოგონა კატასტროფის ბრიგადით რუსთავიდან გადმოიყვანეს კლინიკიდან. მოუმწიფებელი ორგანიზმის გამო ექიმები გართულებებს ელოდნენ.
არასრულწლოვანი თბილისში რუსთავიდან კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა. ასაკის გათვალისწინებით, მკურნალმა ექიმმა ფეხმძიმე გოგოს ოჯახს პაციენტის დედაქალაქში სასწრაფოდ გადაყვანა ურჩია.
„დღეს და ხვალ საავადმყოფოში დარჩებიან. ბავშვი დედასთანაა, მისი რეანიმაციაში გადაყვანა არ გახდა საჭირო.“ – ამბობს პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი ლალი ტურძელაძე.
ფაქტზე გამოძიება სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციით მიმდინარეობს. პოლიციაში საქმის ირგვლივ დაკითხვები გრძელდება.