რა ვითარებაა ახლა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც დილიდან იკრიბება მრევლი

სამება

სამების საკათედრო ტაძარში დილიდან იკრიბება მრევლი.

დილიდან ტაძართან ხალხმრავლობაა.

მიმდინარეობს სამების საკათედრო ტაძარში შიდა და გარე პერიმეტრის მოწესრიგება იმისთვის, რომ გაიმართოს სამოქალაქო პანაშვიდები.

„ერი დაობლდა, რა სიტყვებმა შეიძლება გამოხატოს ის გრძნობა, ის ტკივილი, რასაც დღეს ერი განიცდის“, - ამბობს სამების საკათედრო ტაძარში მისული ერთ-ერთი მოქალაქე.

კათოლიკოს - პატრიარქს საპატრიარქოდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

საპატრიარქოდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ფეხით მსვლელობა 16:00 საათზე დაიწყება.