2026 წლის ფავორიტი, ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელიც ჯეკპოტს მოიგებს - ასტროლოგების პროგნოზი
1765822267
უკრაინაში დაღუპული მებრძოლი, ჯამბულატ ხოფერია ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში, სამხედრო პატივით გუშინ დაკრძალეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ ხოფერიას თანამებრძოლები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები და რიგითი მოქალაქეები.
„მე პირადი მტრები აღარ მყავს, მხოლოდ ერთი მტერი დამრჩა, რომელიც ჩემ ხალხს და ქვეყანას ებრძვის“, – თქვა ჯაბა ხოფერიას მამამ, არჩილ ხოფერიამ შვილის დაკრძალვაზე.
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, რომელიც 25 წლის იყო, საბრძოლო მოქმედებებისას ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და 1-ელ დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ჯამბულატ ხოფერია ბიძის გვერდით დაკრძალეს, რომელიც ასევე 25 წლის ასაკში, აფხაზეთის ომში დაიღუპა.