რა მდგომარეობაა ამ დროისთვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში? - ძლიერი ქარის გამო გუშინ თვითმფრინავი დაშვებას ვერ ახერხებდა

ბათუმის აეროპორტი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს. უამინდობის გამო, გუშინ რამდენიმე რეისი გადაიდო, მათ შორის, სტამბოლი-ბათუმის.

ძლიერი ქარის გამო თვითმფრინავი დაშვებას ვერ ახერხებდა, თუმცა საბოლოოდ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდომა მოახერხა.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ამ დროისათვის დაგეგმილია ორი სხვადასხვა მიმართულების რეისის შესრულება.