მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
საოპერო ვარსკვლავი, ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. მას იმედი აქვს, რომ იტალია საქართველოს ევროინტეგრაციას მხარს დაუჭერს.
„იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატტარელლას მიწვევით დავესწარი ვახშამს, რომელსაც ესწრებოდა ქართული დელეგაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით. მიღებაზე იტალიელებმა და ქართველებმა კიდევ ერთხელ გავიზიარეთ კულტურათაშორისი ურთიერთობის მნიშვნელობა და იმ დიდ გზაზე მხარდაჭერა, რაც ჩვენ ქვეყნას - საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე სჭირდება.
იტალია ჩემთვის მეორე სამშობლოა, სადაც ჩემი წარმატებები იღებს სათავეს, ჩემი სიამაყე, სტიმული და 20-წლიანი სასცენო მოღვაწეობის სიმყარე ის სითბო და სიყვარულია, რაც იტალიელი ხალხისგან მომყვება.
ბედნიერი ვარ, რომ ძვირფას იტალიასთან ერთად 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიაში იტალიას სწორი და მართებული პოზიცია უჭირავს საქართველოსთნ დაკავშირებით და დიდი იმედი მაქვს, ევროინტეგრაციის ამ ბოლო მომენტში მხარდაჭერას გამოგვიცხადებს.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა.
