1761855398
ქართველის მორიგი წარმატება - 17 წლის დემნა ოზაშვილი კლუბ „FC Barcelona-ს“ უნივერსიტეტში 80%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა
 
                                                                17 წლის დემნა ოზაშვილი საფეხბურთო კლუბ FC Barcelona-ს უნივერსიტეტში 80%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა. დემნა პირველი ქართველი სტუდენტია, რომელიც ამ უნივერსიტეტში სპორტული მარკეტინგისა და მენეჯმენტის ფაკულტეტზე ისწავლის.
„ბარსელონას საფეხბურთო კლუბის ოფიციალურ უნივერსიტეტში barca innovation hub-ში ჩავაბარე მარკეტინგის და მენეჯმენტის ფაკულტეტზე, წარმატებით დავხურე 4-თვიანი კურსი, სადაც უმაღლესი შეფასებები ავიღე და ჩავაბარე ბარსელონას უნივერსიტეტში, სადაც 80%-იანი დაფინანსება მოვიპოვე. მართლა ძალიან საამაყო ამბავია…“, - ამბობს „პრაიმტაიმთან“ დემნა ოზაშვილი.
 
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                    










