„რა ტრაგედიაა... საოცარი ბიჭი იყო“ – ანსამბლი „მძლევარი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1766090426
საქართველოს პროკურატურის მიერ ორგანიზებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორები ოლღა მერებაშვილი და აკაკი მოქერია ბათუმის N2 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
პროკურორებმა მოზარდებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევ მიზეზებზე და ყურადღება გაამახვილეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებით გამოწვეულ მძიმე შედეგებზე.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე, საუბარი შეეხო ნარკოტიკული დანაშაულის არსს და იმ სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და სასჯელებს, რომლებიც ამ ტიპის დანაშაულზეა გათვალისწინებული.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. მოსწავლეებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ისაუბრეს ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.