პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი, ხელისუფლების სხვა წევრებთან ერთად, ბახმაროში იმყოფებიან

ბახმარო

ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით, ბახმაროში ტრადიციული დოღი მიმდინარეობს. მასში ცხენოსნები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მონაწილეობენ.

დოღის ტრადიციას ბახმაროში გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. მიზანი კურორტის პოპულარიზაცია და სპორტის განვითარებაა.

ბახმაროში იმყოფებიან: პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ მინისტრი, ირაკლი კობახიძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.