ავარია სანაპიროზე - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1747653558
გერმანიის ელჩმა აღიარა, რომ პოლიციელზე ხელის დარტყმა დანაშაულია, თუმცა მართლმსაჯულებაში ჩარევის მცდელობა არ წყდება. დიპლომატები პირდაპირ ცდილობენ სასამართლოზე გავლენის მოხდენას. კიდევ ერთხელ პეტერ ფიშერი მზია ამაღლობელზე და სასჯელის ზომაზე საუბრობს. ელჩმა ინტერვიუ „ბათუმელებს“ მისცა.
„გერმანიაში არ გვაქვს უფლება პოლიციელს სილა გაარტყა, რა თქმა უნდა. ყველამ ნახა ეს სილა. საკითხავია, ნამდვილად იმსახურებს ის 4-7 წლამდე პატიმრობას? თან უკვე 4 თვეა ციხეშია. იქნებ ეს უკვე საკმარისია იმისთვის, რაც ჩაიდინა. ემსახურება თუ არა მართლმსაჯულებას ის, რომ ის კიდევ უფრო დიდხანს დარჩეს პატიმრობაში და შესაძლოა მრავალწლიანი სასჯელი მიიღოს. როგორც გერმანიის, ისე ევროკავშირის სტანდარტებით ეს იქნებოდა გადამეტებულად მკაცრი სასჯელი“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.