"პირველებმა ჩემგან უნდა გაიგოთ..." - ნიკოლოზ ქართველი და სალომე უშხავნი დაშორდნენ
1753788663
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ტარიელ ლოლაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
,,სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონ ტარიელ ლოლაძის გარდაცვალების გამო
დიდად ვწუხვართ ბატონ ტარიელ ლოლაძის გარდაცვალების გამო. იგი იყო თავისი საქმის ერთგული, უშურველი, გამორჩეულად კეთილი პიროვნება, რომელიც მოყვასისთვის ცხოვრობდა და მრავალთა იმედი იყო. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დაამკვიდროს მისი უკვდავი სული და წიაღთა შინა აბრაამისათა განუსვენოს, ხოლო თქვენ მოგანიჭოთ მშვიდობა და მისთვის ლოცვის ძალა", - აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის ტექსტში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.