„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
"საზოგადოება მისგან ელის სიმშვიდეს, მამობრივ მზრუნველობას და ერთობას" - ამის შესახებ გადაცემაში "დებატები" თამარ მამაცაშვილი, საეკლესიო ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი აცხადებს.
მისი თქმით, პატრიარქი შიო III საზოგადოებისთვის სულიერი საყრდენი და ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი გზის გამგრძელებელი იქნება, რაც საზოგადოებაში სტაბილურობისა და უწყვეტობის განცდას აჩენს.
"მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში მისგან [ახალი პატრიარქისგან] საზოგადოება ელის სიმშვიდეს, მამობრივ მზრუნველობას და ელის ერთობას, ერთიანობას, ელის იმას, რომ ის გახდება სულიერი საყრდენი მრევლისათვის.
ძალიან რთულია ჩვენი დღევანდელობა დატვირთული სტრესით, ყოველდღიური ინფორმაციული ხმაურით, ურთიერთდაპირისპირებით და ასეთ რეალობაში ადამიანებს სჭირდებათ მყარი სულიერი საყრდენი, რომელიც უნდა იპოვონ სწორედ ახალ არჩეულ პატრიარქში, რომელიც გააგრძელებს გზას, როგორიც იყო მისი წინამორბედი პატრიარქის მიერ დაწყებული გზა.
დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება კრებისა, რომელმაც გამოირჩია 142-ე პატრიარქად შიო III, გარკვეულ სიმშვიდეს გვრის დღევანდელ საზოგადოებას და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ მეუფე შიო, აწ უკვე პატრიარქი შიო, იწვევს გარკვეული უწყვეტობის შეგრძნებას და ჩვენი ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერთგვარ გამაგრძელებელს წარმოადგენს", - აცხადებს საეკლესიო ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი.