გაზის მიწოდება 12000 აბონენტს შეუწყდა - ნახეთ, აღდგენის დრო და მისამართები
1781202309
რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მოქალაქეებთან ერთად ოპოზიციონერებიც იყვნენ. როგორც მათ აქციის დასრულებისას განაცხადეს, მორიგი შეკრება დღეს, 15:00 საათზე იგეგმება.
მათი განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე გამარჯვება არ გაფორმდება.
„დღის განმავლობაში უნდა დავიწყოთ შეკრება. არ უნდა დავიღალოთ. ეს ბრძოლა არის ჩვენი ქვეყნისთვის და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიისთვის. მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ ბრძოლა მანამ, სანამ საქართველოში რუსული რეჟიმი არ დასრულდება“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.