1745299467
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე პაატა მაისურაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
სტიქიამ სოფელ უწერაში ორი სახიდე გადასასვლელი, სოფელ ღებში “ჭაალეების უბანში” მდინარე რიონზე დამცავი გაბიონი და სოფელ შქმერში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.
მუნიციპალიტეტში უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას შეისწავლის, რის შემდეგაც შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნებამიღებული