ცნობილია, გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
1784008972
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2023 წლის პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გაიზრდება და 200 ლარი გახდება.
ჯანდაცვის სამინისტროში გადავამოწმეთ, არის თუ არა აღნიშნული დახმარება სოციალურად დაუცველი ყველა ბავშვისთვის გათვალისწინებული, სადაც განგვიცხადეს, რომ დახმარება შეეხება ოჯახებს, რომელთა ქულა 120 ათასამდეა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები, რომელთა ოჯახის ქულა 120 ათას არ აღემატებოდა 150-ლარიან დახმარებას იღებდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად გახდება ცნობილი.