,,მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და წყალმოვარდნები…” - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება!
1757566790
ქართველ პოლიტიკოსს, ლიტერატურათმცოდნე და ენათმეცნიერ ნოდარ ნათაძეს დღეს დაკრძალავენ.
14:00 საათზე ნოდარ ნათაძეს სიონის ტაძრიდან გამოასვენებენ. მას მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.
ნოდარ ნათაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელის მომწერი.
ამასთან, 1992-1995 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“.
ნოდარ ნათაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.