ცვლილება კანონში, რომელიც დეკრეტული შვებულების დროს გაცემულ თანხას ეხება
1780432804
თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახს დატრიალებული ტრაგედიის გამო, მიუსამძიმრა.
„ჩვენი უახლოესი, ყველასთვის ნაცნობი, საყვარელი ადამიანის, ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა. მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. არ ვიცი, რა სიტყვები გამოვძებნო. ეს ძალიან დიდი ტრაგედია, ძალიან დიდი უბედურებაა და მინდა, ნიკას გამძლეობა ვუსურვო და ოჯახს მივუსამძიმრო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„ტელეიმედის“ წამყვანს, ნიკოლოზ წულუკიძეს მცირეწლოვანი შვილი ტრაგიკულად დაეღუპა.