მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ემოციური ამბის შესახებ წერს:
,,მაღაზიიდან ცოლ-ქმარი ორი შვილით გამოვიდა… დატვირთული პარკებით, ნაძვის ხის ყუთით…
უკმაყოფილო გამოხედვა ჰქონდათ, სხვა ნაძვი მოსწონდათ, მაგრამ გაცილებით ძვირი იყო…
იქვე ახლოს, ქალს პატარა ბიჭი მოჰყვებოდა… საახალწლოდ განათებულ მაღაზიას და საჩუქრებით დატვირთულ ხალხს რომ გამოხედა, დედას ასძახა, იქნებ ჩვენც პატარა ნაძვი მაინც ვიყიდოთო…
- ნაძვის ფული რომ მქონდეს, ყველს ვიყიდდი და ხაჭაპურს გამოგიცხობდიო, ჩაილაპარაკა დედამ!..".