„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე მზით დამწვრობები ყოველდღიურ რეჟიმში ფიქსირდება, ყოველდღიურად კლინიკაში 3-4 პაციენტს იღებენ, ამის შესახებ მან „პრაიმტაიმთან“ განაცხადა.
„მზით დამწვრობები ყოველდღიურ რეჟიმში ფიქსირდება, ყოველდღიურად 3-4 პაციენტს ვიღებთ. განსხვავებული, არაორდინალური მეთოდით დამწვრობა არ დაფიქსირებულა. რეკომენდაცია იქნება ის, რომ ადამიანები მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ დასვენების დღეებს. მზე საკმაოდ მავნებელია და არანაირ სარგებელს არ წარმოადგენს ჩვენი ორგანიზმისთვის. აუცილებლად უნდა გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები“, - განაცხადა ქაშიბაძემ.