რა უთხრა გია ჯაჯანიძეს ორნელა მუტიმ სკანდალური ეთერის დასრულების შემდეგ
1780341109
სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს:
სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით მოქმედი ფრინველთა სასაკლაო დაჯარიმდა და დაიხურა
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ნ.მ. (მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. პატარა გარეჯვარი), სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, კუსტარულად მოწყობილ სივრცეში, ფრინველების დაკვლას მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით ახორციელებდა.
ℹ️ ამავდროულად მეწარმე არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და არ ჰქონდა სააგენტოს სავალდებულო აღიარება.
❗️კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.
🔊 სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს არალეგალური საწარმოების გამოვლენას და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.